![](/14/2911.jpg)
ფშავ-ხევსურული ხაჭაპური
მასალა:
ყველი 1კგ.
პურის ფქვილი 2 ჩ/ჭ.
ერბო ან კარაქი 300გრ.
მომზადება:
დავფშვნათ ახალი ყველი, შევაზილოთ კარაქი და ჩავყაროთ ქოთანში,
რომელიც ცეცხლისპირას არის დადგმული. შიგვე ჩავყაროთ ფქვილი და ვზილოთ
განუწყვეტლივ ხის კოვზით. დაახლოებით 1 საათის დუღილის შემდეგ ამოვიღოთ ჯამებზე და
ცხელ-ცხელი მივიტანოთ მაგიდაზე.
ცხელ ხაჭაპურთან
შეიძლება მივიტანოთ ცივი რძე.
|