ფრანგული ლიქიორი -„44"
მასალა:
0,5ლ. არაყი
1 დიდი ფორთოხალი
44ც. ყავის მარცვალი
44 ნატეხი შაქარი.
მომზადება:
აიღეთ
ფორთოხალი,
დანით გაუკეთეთ 44 ნახვრეტი და ჩაარჭვეთ 44 ცალი ყავის მარცვალი. მოათავსეთ მინის ლამაზ ჭურჭელში, ჩაამატეთ 44 ნატეხი შაქარი და დაასხით 0,5 ლ არაყი. დაახურეთ თავი და გააჩერეთ 44 დღე (შაქარი რომ გადნეს, პერიოდულად აანჯღრიეთ). გასაკეთებლადაც ადვილია, დასალევადაც გემრიელია და შესახედავადაც ლამაზი.
|