ფორთოხლის ცუკატები
მასალა:
1კგ. ფორთოხლის ქერქი
1.400კგ. შაქარი
3 ჭიქა წყალი.
მომზადება:
ფორთოხლას ქერქები გავაცალოთ (ვეცადოთ, გარჩევისას ფორთოხლის ქერქებს
დიდი რაოდენობით არ მივაყოლოთ თეთრი ნაწილი), ქერქები ჩავალბოთ ცივ წყალში 3 დღის
განმავლობაში, დილა-საღამოობით ვუცვალოთ წყალი. შემდეგ წამოვადუღოთ 20-25 წუთი,
გადავუწუროთ და დავჭრათ სასურველ ზომაზე. შაქრითა და წყლით მოვამზადოთ სიროპი.
მდუღარე სიროპში ჩავყაროთ ქერქები და წამოვადუღოთ 5-10 წუთი. შემდეგ გადმოვდგათ
ცეცხლიდან და გავაცივოთ. დაახლოებით 5-6 საათში ისევ წამოვადუღოთ 10 წუთის
განმავლობაში. ასე გავაკეთოთ 3-4 ჯერ 10-12 საათის ინტერვალით (ანუ 2-3 დღის
განმავლობაში დილით და საღამოს). თანდათანან ქერქებზე შაქარი დაკრისტალდება და
გაშრება. ბოლო წამოდუღების შემდეგ გადავიტანოთ რაიმე დაფაზე და გავშალოთ რომ
გაშრეს.შევინახოთ ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში. საკმაოდ დიდხანს (3 თვემდე)
ინახება.
|