ფორთოხლის წვენი ხელს უშლის ცხიმიანი და კალორიული საკვების მავნე ზეგავლენას
საკვებში
ფლავონოიდების
შემცველი პროდუქტების გამოყენება ანეიტრალებს ფასტ-ფუდით და არაჯანსაღი საკვებით გამოწვეულ დაჟანგვით სტრესს და ანთებას და ხელს შეუშლის სისხლძარღვებს დაზიანებას. თავისუფალი რადიკალები ან ჟანგბადის აქტიური ფორმები, როგორც ცნობილია, იწვევს სისხლძარღვების ანთებას და თავის უარყოფით როლს თამაშობს გულის შეტევისა და ინსულტის განვითარების რისკის ზრდაში. ბუფალოს უნივერსიტეტის (აშშ) ენდოკრინოლოგების
აზრით, ფლავონოიდების ერთ-ერთ საუკეთესო წყაროს წარმოადგენს ფორთოხლის წვენი, ვინაიდან ის მდიდარია ძლიერი ფლავონოიდებით ნარინგენინით და ჰესპერიდინით, რომლებიც მთავარ ანტიოქსიდანტებს
წარმოადგენენ.
თუკი ფორთოხლის წვენს დავაყოლებთ ცხიმისა და ნახშირწყლების მაღალი შემცველობის მქონე საკვებს, სასმელში არსებული ნივთიერებები მოახდენს ჟანგბადის აქტიური ფორმების და სხვა ანთებითი აგენტების ბლოკირებას. ჩატარებულ კვლევაში მონაწილეობა მიიღეს 20-40 წლის ასაკის ნორმალური წონის მქონე ქალებმა და მამაკაცებმა. ღამის შიმშილის შემდეგ 15 წუთიანი საუზმის განმავლობაში ისინი იღებდნენ 900 კალორიის შემცველ საკვებს - ერთ დიდ სენდვიჩს კვერცხით, ბუტერბროდს სოსისით და ბლითს. საუზმე შეიცავდა 81გრ ნახშირწყლებს,
51 გრ ცხიმს და 32 გრ ცილას. საკვებთან ერთად ერთ ჯგუფს ასმევდნენ არაკონცენტრირებულ
300კალ ფორთოხლის წვენს, ხოლო სხვებს - შაქრიან სასმელს ან უბრალო წყალს. სისხლის ანალიზები შეგროვებული იქნა ჭამის წინ, ასევე ერთი, სამი და ხუთი საათის შემდეგ. ჟანგბადის თავისუფალი რადიკალების აქტივობა ორგანიზმში საუზმის შემდეგ საშუალოდ გაიზარდა 62%-ით წყლით დაყოლების ფონზე, 63%-ით ტკბილი წყლის დაყოლების შემდეგ და ყველაზე ნაკლებად - მხოლოდ 47%-ით ფორთოხლის წვენის დაყოლების შემდეგ. ფორთოხლის წვენი ასევე ხელს უშლის SOCS-3-ის მნიშვნელოვან მატებას. ეს უკანასკნელი წარმოადგენს ინსულინის საწინააღმდეგო მნიშვნელოვან მედიატორს და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის ხელშემწყობად გვევლინება.
წყარო:
mtavari.info
|