ფორთოხლის შოკოლადი
მასალა:
2-3 ფორთოხლის ქერქი
შოკოლადი 100გრ.
შაქარი 200გრ.
კარაქი 1 ჩ/კ.
მომზადება:
ფორთოხალი გავფრცქვნათ,
კანი დავჭრათ 4-5 მმ სისქის გრძელ ნაჭრებად. ავადუღოთ 400გრ. წყალი, ჩავყაროთ შიგ
ქერქები, წამოვადუღოთ 2-3 წთ. წყალი გადავღვაროთ, ქერქები გავრეცხოთ ცივ წყალში და
ეს პროცედურა კიდევ ერთხელ გავიმეოროთ. ავადუღოთ 200გრ. წყალი დავამატოთ შაქარი
(მორევით). როგორც კი შაქარი გადნება, ცეცხლს ძალიან დავუწიოთ, ჩავყაროთ შიგ
ქერქები, და ვადუღოთ 1 სთ. ხანდახან ამოვურიოთ. როცა მზად იქნება სიროფი აღარ უნდა
იყოს. ქერქები დავალაგოთ ქაღალდზე სათითაოდ. გავაცივოთ. შოკოლადი კარაქთან ერთად
გავადნოთ ორთქლზე. სათითაოდ ამოვავლოთ შიგ ქერქები და დავალაგოთ სხვა ქაღალდზე.
გავაცივოთ და შევინახოთ მაცივარში.
|