ფორთოხლის მურაბა
მასალა:
ფორთოხალი
1კგ.
შაქარი
1კგ.
წყალი
2 ჩ/ჭ.
მომზადება:
გაფრცქვენით
ფორთოხალი,
ფრთხილად გამოაცალეთ თესლი, დაჭერით ნაჭრებად. მოამზადეთ სიროფი და შიგ ფორთოხლის ნაჭრები მოათავსეთ, შედგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე, გადმოდგით ცეცხლიდან შეგრილების შემდეგ (დაახლოებით ერთი საათი შემდეგ) სიროფი გადაწურეთ და ადუღეთ 10–15 წუთის განმავლობაში, დაასხით ისევ ფორთოხალს, ერთი საათის შემდეგ ისევ გადაწურეთ სიროფი და ადუღეთ 10–15 წუთით, დაასხით ფორთოხალს, შედგით ცეცხლზე და 10–15 წუთის განმავლობაში ხარშეთ. შეგიძლიათ დუღილის დასასრულს ჩაუმატოთ ლიმონის დაფხეკილი კანი.
|