ფორთოხლის მარმელადი
მასალა:
3 ფორთოხლის კანი
500გრ. გათლილი ფორთოხალი
500გრ. ფორთოხლის წვენი
500გრ. შაქარი
1 პაკეტი "ჟელფიქსი
2:1.
მომზადება:
გათლილი ფორთოხლისგან
მოამზადეთ პიურე და ჩაასხით ქვაბში. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი 3 ფორთოხლის კანი,
წვენი, ჟელფიქსი და ნახევარი შაქარი. მორევით მიიყვანეთ ადუღებამდე, დაუმატეთ
დარჩენილი შაქარი და 3 წუთით ადუღეთ. გადმოდგით და მაშინვე ჩაასხით მშრალ ქილებში,
მოხუფეთ და 5 წუთით თავდაყირა გააჩერეთ.
|