
ფხვიერი ცომი
მასალა:
მარგარინი
(კარაქი) 300გრ.
შაქარი 3/4 ჩ/ჭ.
ვანილი,
მარილი (გემოვნებით)
არაჟანი
(მაიონეზი) 2 ს/კ.
თბილი
წყალი 150 მლ.
გამაფხვიერებელი 1 ჩ/კ.
ფქვილი 3 ჩ/ჭ (თუ კიდევ დასჭირდება, დაუმატებთ).
მომზადება:
300გრ. მარგარინი
(კარაქი),
3/4 ჩაის ჭიქა შაქარი, ვანილი, მარილი, 2 ს/კ. არაჟანი (მაიონეზი) ეს ყველაფერი ავთქვიფოთ მიქსერით სანამ შაქარი არ დადნება. შემდეგ დავუმატოთ თბილი რძის (წყალი) 150 მლ. და ისევ ეს ყველაფერი ავთქვიფოთ. შემდეგ დავუმატოთ 1 ჩ/კ. გამაფხვიერებელი
და 3 ჩ/ჭ. ფქვილი. მოვზილოთ მიღებული ცომი. თუ ცომი ხელებს ეკვრებათ, კიდევ დავუმატოთ ფქვილი. როდესაც ცომს მოვზილავთ, გადავდოთ ის 10-15 წუთით, რათა უნდა დაისვენოს. ამის შემდეგ უკვე შესაძლებელია ცომთან მუშაობა.
|