ფელამუში
მასალა:
ყურძნის წვენი 1ლ.
ფქვილი 1,5 ჩ/ჭ.
მომზადება:
ბადაგი წამოვადუღოთ და
მოვხადოთ ქაფი. მეორე დღეს გავწუროთ საცერში, დავდგათ ცეცხლზე და შევათბოთ.
გადმოვდგათ ცეცხლიდან და ნელ-ნელა ჩავაყაროთ წმინდად გაცრილი პურის ფქვილი (ან
სიმინდის), თან კოვზით განუწყვეტლივ ვურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. როცა
ფქვილს სულ ჩავყრით და კარგად გავხსნით, შევდგათ ისევ დაბალ ცეცხლზე, ვადუღოთ და
თან კოვზით განუწყვეტლივ ვურიოთ, რომ ძირზე არ მიიწვას. ადუღებიდან 5-6 წუთის
შემდეგ გადმოვდგათ და დავანაწილოთ პორციებად სასურველ ჭურჭელში. ასეთი ფელამუშით ან
თათარით შეიძლება გაკეთდეს ჩურჩხელა.
ფელამუში არის-(ბადაგი
სიმინდის ფქვილით).
თათარა არის-(ბადაგი პურის ფქვილით).
|