ფეიხოას ჯემი
მასალა:
ფეიხოა
1 კგ.
წყალი
1/4 ჭიქა
შაქრი
4 ჭიქა
ლიმონი
1ც.
მომზადება:
ფეიხოა
გავასუფთავოთ
კანისგან და გავაკეთოთ პიურე, დავამატოთ წყალი, ლიმონის წვენი და რბილობი, მოვათავსოთ გაზქურაზე და ვხარშოთ სანამ მასა მთლიანად არ დარბილდება, დაახლოებით 15 წუთი. დავამატოთ შაქარი და ვხარშოთ კიდევ 5–10 წუთი, სანამ ფეიხოა არ გადაიქცევა სქელ მასად. მომზადების შემდეგ ჩავასახათ ქილაში, დავახუროთ თავზე, ამოვაყირაოთ, 5 წუთის შემდეგ კი გადმოვბრუნოთ. შევინახოთ გრილ ადგილზე.
|