ფარშირებული ფარგა ნიგვზით და ბროწეულით
მასალა:
თევზი (ფარგა) 1 კგ.
ნიგოზი 100გრ.
ბროწეული 1-2 ც.
ხახვი 2 თავი
მცენარეული ზეთი 3-4 ს/კ.
დაფქვილი წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
თევზი გამოვშიგნოთ, მოვაცალოთ ფარფლები, დავჭრათ რამოდენიმე ნაჭრად,
გამოვაცალოთ ლაყუჩები და ძვლები, გავრეცხოთ, დავამარილოთ და გავაჩეროთ საყინულეში
30 წუთი. ნიგოზი დავნაყოთ, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ბროწეულის მარცვლები,
მოვაყაროთ მარილი, წიწაკა, კარგად ავურიოთ და მიღებული მასით გამოვტენოთ თევზი,
ამოვუკეროთ მუცელი, მოვათავსოთ ფორმაზე, მოვასხათ ზეთი და გამოვაცხოთ გაზქურაში.
გამოცხობის შემდეგ გავაფორმოთ სალათის ფოთლებით, მწვანილით, ნიგვზით და ბროწეულის
მარცვლებით.
|