ფარშირებული ჭარხალი
მასალა:
ჭარხალი 1 კგ.
სტაფილო 500გრ.
კარაქი 100გრ.
ხახვი 3-4 თავი
მწვანე სალათის ფოთოლი 3-6ც.
ვაშლის ძმარი 1 ს/კ.
ოხრახუში, კამა, ქინძი, დაფქვილი წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ჭარხალი მოვხარშოთ, გავასუფთავოთ, მოვაჭრათ თავი, რომელსაც შემდეგომში
გამოვიყენებთ თავსახურად. ამოვაჭრათ გული. სტაფილო მოვთუშოთ წვრილად დაჭრილ
ხახვთან ერთად (ნაწილი ხახვი შევინახოთ გასაფორმებლად) კარაქში. დავუმატოთ ჭარხლის
გული გატარებული, დაჭრილი მწვანილი, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა, მოვასხათ ძმარი და
კარგად ავურიოთ. ჭარხალი ამოვავსოთ მომზადებული ფარშით და თავზე დავაფაროთ მოჭრილი
ჭარხლის თავი. გავაფორმოთ სალათის ფოთლებით და მრგვალად დაჭრილი ხახვით.
|