ფარშირებული ბულგარული წიწაკა
მასალა:
ბულგარული
წიწაკა (ფერადი) 3ც.
ყველი
200გრ.
ნიორი
2 კბილი.
კამა
ან ოხრახუში, მარილი, შავი პილპილი და მაიონეზი გემოვნებით.
მომზადება:
ბულგარული
წიწაკა გავრეცხოთ, გავასუფთავოთ ისე, რომ არ დაზიანდეს. ყველი გავხეხოთ, დავჭყლიტოთ ნიორი. გავრეცხოთ მწვანილი, გავაშროთ და წვრილად დავჭრათ. ერთმანეთს შევურიოთ ყველი, ნიორი, მწვანილი, მარილი და პილპილი, დავუმატოთ ცოტა მაიონეზი და კარგად ავრიოთ. ბულგარული წიწაკა დავტენოთ ყველის შიგთავსით და შევინახოთ 1-2 საათით მაცივარში (ან 15 წუთით - საყინულეში). ბულგარული წიწაკა დავჭრათ წრეებად, დავალაგოთ თეფშზე და მოვრთოთ მოხარშული დაჭრილი კვერცხით და მწვანილით.
|