მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1366
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 12
სტუმარი: 12
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » აგვისტო » 25 » ფაფონი (ლაზური ნამცხვარი)
22:10
ფაფონი (ლაზური ნამცხვარი)


ფაფონი (ლაზური ნამცხვარი)

 

მასალა:

250 გრ კარაქი

ორი ჭიქა კარტოფილის ფქვილი (ცომის გაბრტყელებისას ქვეშ მოსაბნევად)

 

ცომისთვის:

სამი ჭიქა პურის ფქვილი

ერთი ჭიქა რძე

სამი კოვზი ზეთი

მარილი.

 

ფაფისთვის (კორკოტისთვის):

ათი ჭიქა რძე

ორნახევარი ჭიქა პურის ფქვილი

ცოტაოდენი მარილი (ხელისგულზე რაც დაგეტევათ)

ორნახევარი ჭიქა შაქარი

ორი კოვზი კარაქი

ხუთი კვერცხის გული

ერთი ჩაის კოვზი შავი პილპილი

 

სიროფისთვის:

ხუთი ჭიქა შაქარი

ხუთი ჭიქა წყალი

 

ცომი:

სამი ჭიქა პურის ფქვილი ჩაყარეთ გობში და მარილი დააყარეთ. შეურიეთ ერთი ჭიქა რძე და სამი კოვზი ზეთიც. კარგად მოზილეთ. ცომს რამე გადააფარეთ და შეინახეთ.

 

სიროფი:

ხუთი ჭიქა შაქარი და ხუთი ჭიქა წყალი კარგად შეურიეთ და მოხარშეთ.

 

ფაფა (კორკოტი):

ქვაბში ათი ჭიქა რძე ჩაასხით, ჩააყარეთ ორნახევარი ჭიქა პურის ფქვილი და კარგად მოურიეთ. ცოტაოდენი მარილიც უყავით და ხუთი წუთი ადუღეთ. დუღებისას ორნახევარი ჭიქა შაქარი დაუმატეთ. შემდეგ ორი კოვზი კარაქი, ერთი ჩაის კოვზი შავი პილპილი და ხუთი კვერცხის გულიც გაურიეთ და კარგად ადღვიბეთ. ცომისაგან თერთმეტი ბურთულა გააკეთეთ და გააბრტყელეთ. გამოაცხვეთ. რომ მორჩებით, კარაქი გაადნეთ. ლანგარს კარაქი მოუსვით, გამომცხვარი ფირფიტები წყლით დაალბეთ და დაიწყეთ დაწყობა. ფირფიტებს თან კარაქი უსვით. ხუთი ფირფიტის მერე კორკოტი დაასხით და ისევ განაგრძეთ ფირფიტების წყობა უწინდებურად. ღუმელში შედგმამდე კარაქწაუსმელი ადგილი არ დატოვოთ. შემდეგ ღუმელში შედგით და აცხვეთ ვიდრე კარგად არ გაწითლდება. შემდეგ ცივი სიროფი ცხელ ფაფონს მოასხით და ნამცხვარიც მზადაა.

ფაფონი მჭადის ფქვილისგანაც მზადდება.

კატეგორია: ფქვილეული/ბურღულეული | ნანახია: 1712 | დაამატა: natia | ტეგები: ფაფონი (ლაზური ნამცხვარი) | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: