პიტნის სუპი
მასალა:
თეთრი სიმინდის ფქვილი (მსხვილად დაფქვილი) 1/2 ჭიქა
პიტნა საშუალო კონა
იმერული ყველი ან სულგუნი 100გრ.
მომზადება:
ქვაბში ჩავასხათ 1,8ლ. წყალი დავდგათ გაზქურაზე, ვადუღოთ მაღალ ტემპერატურაზე.
ცალკე ჯამში, მცირე რაოდენობის ცხელ წყალში გავხსნათ სიმინდის ფქვილი, კარგად
ავურიოთ (გავძრათ) რო არ დარჩეს გოროხები, შემდეგ გაზქურაზე დადგმულ წყალს
დავუწიოთ ტემპერატურა და ჩავასხათ გაძრული სიმინდის ფქვილი, განუწყვეტლივ ვურიოთ
(რო არ დარჩეს გოროები) მომზადებამდე, სანამ არ გაქრება ნედლი ფქვილის სუნი,
შემდეგ დავამატოთ წვრილად დაჭრილი პიტნა, ავურიოთ და ვხარშოთ 5 წუთი. აღნიშნული
დროპის გასვლის შემდეგ, გადმოვდგათ გაზქურიდან დავამატოთ გახეხილი ყველი, ჩქარა
ავურიოთ და იმწუთასვე დავასხათ მომზადებულ თეფშებზე, რათა ყველი არ დარჩეს ერთ
ადგილას.
|