პეჩენიები ქიშმიშით
მასალა:
1 ჩ/ჭ. შაქარი
170გრ. კარაქი,ან 12 ს.კ.კარაქი
1ც. კვერცხი
ვანილი
0,5 ჩ/კ.დარიჩინი(სურვილისსამებრ)
1/4 ჩ/კ. მარილი
1 ჩ/ჭ. ქიშმიში
1 ჩ/კ. გამაფხვიერებელი
2 ჩ/ჭ. ფქვილი(შეიძლება ოდნავ ნაკლებიც დაგჭირდეთ,შეატყობთ ცომს როცა
კოვზით ამოურევთ.)
60მლ. რძე.
მომზადება:
შაქარი და კარაქი გავთქვიფოთ,შევათქვიფოთ კვერცხი. დარიჩინი,ვანილი და
ფქვილი+გამაფხვიერებელი ავურიოთ და დავაცრათ ცომს ცოტა, მერე ცოტა რძე დავამატოთ
ამოვურიოთ ერთგვაროვან მასამდე, მერე ისევ ფქვილი,ისევ რზე, თან
ამოვურიოთ...დავასრულოდ ფქვილით ცომის მზადება, თან დავამატოთ ქიშმიში. პერგამენტ
გადაფარებულ თუნუქის ფურცელზე თითო ჩაის კოვზი(სავსე) გადავიტანოთ ცომის მასა და
გამოვაცხოთ 190 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10-12 წუთის განმავლობაში. მე ცოტათი
ზევით ურთავ გრილს და ვაყვითლებ ზედაპირს.
|