პრასი ყველით და ნიგვზით
მასალა:
პრასი 6ც.
ყველი 200გრ.
რძე 50 მლ.
ნიგოზი 100გრ.
დაფქვილი წიწაკა და მარილი.
მომზადება:
პრასი გავასუფთავოთ, მოვაჭრათ თეთრი ნაწილი და მოვწალოთ ადუღებულ
წყალში 10 წუთის განმავლობაში. დაახლოებით 50გრ. ყველი შევინახოთ, დანარჩენი
გავხეხოთ, დავასხათ რძე და გავაცხელოთ დაბალ ტემპერატურაზე სანამ ყველი მთლიანად
არ გადნება, შემდეგ მოვაყაროთ მარილი და წიწაკა. ნიგოზი გავატაროთ და დავამატოთ
ყველს. პრასი მოვათავსოთ გამოსაცხობ ფორმაზე, მოვასხათ ნიგვზიან–ყველიანი მასა,
დარჩენილი ყველი გავხეხოთ და მოვაყაროთ პრასს. გამოვაცხოთ პრასი გაცხელებულ
გაზქურაში, რამოდენიმე წუთი, ოქროსფრად შებრაწვამდე.
|