პრასი
პრასი
(Allium porrum) მრავალწლოვანი
ბალახოვანი
მცენარე შროშანისებრთა ოჯახისა. მის სამშობლოდ ითვლება ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები. გავრცელებულია დასავლეთ ევროპაში, ამიერკავკასიაში.
მოჰყავთ როგორც ორწლოვანი კულტურა. პირველ წელს ივითარებს გამსხვილებულ ცრუ ღეროსა და ფოთოლს, მეორე წელს - საყვავილე ისარსა და თესლს. ფოთოლი გრძელია, ვიწრო, ლანცეტისებრი. ბოლქვი პატარაა, შედგება თეთრი თხელხორციანი ქერქლებისაგან. ცრუ ღერო შეიცავს ნახშირწყლებს, ცილას, C ვიტამინს, ფოთოლი — C, B1,
B2, PP ვიტამინებს
და კაროტინს. პრასი ყინვაგამძლეა, მრავლდება თესლით და ჩითილით. იყენებენ კულინარიაში ნედლად, მოხარშულს, დამჟავებულს. საქართველოში გავრცელებული ჯიშებია კარანტანული, ბულგარული, ქუთაისური.
წყარო:
ka.wikipedia.org
|