პომროლი
პომროლის
პლატო ყველაზე პატარაა მოცულობით და იქ მსოფლიოში ყველაზე ძვირფას ღვინოებს წურავენ. პლატოზე ძალზე განსხვავებული ნიადაგებია და ამ ერთ ციცქნა მიწაზე წარმოუდგენლად მრავალფეროვანი ღვინოები დგება. პომროლში ძალიან პატარა ნაკვეთებია, მევენახეთა სინდიკატი სულ 126 წევრს ითვლის, მთლიანი ფართობი კი 800 ჰექტარს წარმოადგნს. აქაურ ღვინოებს ხაზგასმით მერლოს ჯიშური კვალი ეტყობა: შავქლიავის, შავი მოცხარის, ალუბლის, თუთის, ტრუფელის, შოკოლადისა და კედარის ტონები. პომროლის ღვინოებს სიმსუბუქე, დახვეწილობა და ჰარმონიულობა გამოარჩევთ. პომროლში მხოლოდ წითელი ღვინო იწურება. ხარისხითა და ლეგენდარულობით მედოკის პრემიერ გრან კრუ კლასის ღვინოებს უტოლდება, ფასით კი ყველა მათგანზე ძვირია. პომროლი არა მხოლოდ ყველაზე ძვირი, არამედ ყველაზე იშვიათი ღვინოების სამშობლოა. აქ იშვა ე.წ. "გარაჟული" ან მიკროღვინოების იდეა, რომელიც განსაკუთრებით ძვირად ფასობს თანამედროვე სამყაროში.
წყარო:
avtoradio.ge
|