| 
				
			 
 
 
 პომიდორის სალათი ნიგვზით                                                    მასალა: პომიდორი  500გრ. ნიგოზი 1 ჩ/ჭ. ვაშლის ძმარი  3–4 ს/კ. ნიორი  3-4 კბილი მწვანე ხახვი  2 თავი ოხრახუში  1 ძირი კამა  1 ძირი ქინძი  1 ძირი დაფქვილი წიწაკა და მარილი გემოვნებით. მომზადება: პომიდორი გავრეცხოთ, დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, დავუმატოთ
წვრილად დაჭრილი ხახვი, ქინძი, ოხრახუში, გატარებული ნიგოზი და ნიორი, მოვაყაროთ
მარილი, წიწაკა, დავასხათ ძმარი, კარგად ავურიოთ და გავაფორმოთ წვრილად დაჭრილი
კამით. |