პიცა „ფანტაზია"
მასალა:
ლავაში
(თონის პური) 1ც.
ნიორი
2–3 კბილი
მაიონეზი
100-150გრ.
ყველი
(მაგარი)100
გრ
პიკელებული
კიტრი 1–2ც.
სოკო
200გრ.
ხახვი
1 თავი
მცენარეული
ზეთი შესაწვავად.
მომზადება:
ლავაში
დავჭრათ რამოდენიმე ნაჭრად, შევწვათ ზეთში ოქროსფერი ფერის მიღებამდე. ყველი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებათ, კიტრი დავჭრათ კუბიკებად.სოკო დავჭრათ წვრილად და შევწვათ მრგვალად დაჭრილ ხახვთან ერთად ზეთში. ნიორი დავნაყოთ, ავურიოთ მაიონეზში და მომზადებული მასა წავუსვათ ლავაშის თითოულ ნაჭერს, შემდეგ დავაწყოთ ყველის ნაჭრები, კიტრი, სოკო ხახვით, ისევ წავუსვათ მაიონეზი ნივრით და გამოვაცხოთ
აირღუმელში
180* ტემპერატურაზე 15–20 წუთი.
|