პირშუშხა
პირშუშხა
(Armoracia), მრავალწლოვან
ბალახოვან
მცენარეთა
გვარი ჯვაროსანთა ოჯახისა. მოიცავს 2 სახეობას, რომელიც იზრდება ევროპასა და აზიაში. საქართველოში გვხვდება მხოლოდ 1 სახეობა — ჩვეულებრივი პირშუშხა
(Armoracia rusticana). მოჰყავთ ბოსტანში. ხშირად ველურდება. ფესვსა და ფოთოლში
არის ვიტამინები, ეთეროვანი ზეთები, მინერალური მარილები, ფიტონციდები და ფერმენტი ლიზოციმი. ფესვის ცხარე გემო და სპეციფიკური სუნი გამოწვეულია მასში მდოგვის ზეთისა და გლიკოზიდ სინიგრინის არსებობით. ფესვი იჭმება (ნედლი, მოხარშული), ფესვის გამონაწური კი სურავანდის საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაა. მრავლდება ვეგეტატიურად. მოსავალს იღებენ (100-300
ც/ჰა) გვიან შემოდგომაზე. პირშუშხას ცხარე, მძაფრი სუნი გააჩნია. მისი გემო ჯერ მოტკბილოა, მოგვიანებით საკმაოდ ცხარეა. გამოიყენებენ დაჭრილი ან მას გახეხილი სახით კომბოსტოს, კიტრის და წითელი ჭარხლის მწნილში. დიდი გამოიყენება აქვს მას კვებისა და საკონსერვო მრეწველობაში. მისი სიცხარე შეიძლება შემცირდეს არაჟნის ან ვაშლის დამატებით. მას იყენებენ შემწვარ ხორცთან, ლორთან, ცხიმიან ღორის ხორცთან, მოხარშულ ძროხის ხორცთან, მაიონეზში, ხაჭოში, იოგურტში, მწნილში და ბოსტნეულში. პირშუშხას იყენებენ ნარევში, რომელსაც ამზადებენ ყველა მოხარშული ან შემწვარი ხორცის, თევზის და ცივი საუზმისათვის. გახეხილი პირშუშხა არაჟანთან და ვაშლთან ერთად, წყალში ან ღვინოში განზავებული, კარგი საწებელია თევზისათვის. პირშუშხასაგან ამზადებენ ცნობილ საწებელას. მისი გემო უმჯობესდება შაქრისა და ლიმონის წვების დამატების შემდეგ.
წყარო:
ecopharm.sangu.ge და
ka.wikipedia.org
|