პეროგი თეთრი ლობიოთი
მასალა:
კვერცხი 10ც.
შაქარი 2 ჭიქა
ვანილი 1 ს/კ.
თეთრი ლობიო 2 ჭიქა
დაფქვილი ორცხობილია
(სუხარი) 1 ჭიქა
შაქრის ფხვნილი.
მომზადება:
ლობიო გავაჩეროთ წყალში 5–6
საათი. ამ დროის განმავლობაში ორჯერ გამოვუცვალოთ წყალი, შემდეგ ლობიოს დავასხათ
წყალი, ნახევრად მოვხარშოთ და გავატაროთ. კვერცხის გულებს დავამატოთ შაქარი, ვანილი, 1 ს/კ. თბილის წყალი და ავთქვიფოთ.
კვერცხის ცილას, დავუმატოთ ცოტა მარილი და ავთქვიფოთ. ათქვეფილ კვერცხის გულებს
დავუმატოთ ლობიო, მომზადებული კვერცხის ცილა, დაფქვილი სუხარი და კარგად ავურიოთ.
ცხიმწასმულ და სუხარმოყრილ ფორმაზე, მოვათავსოთ ცომი და მოვუსწოროთ თავი კოვზით.
პეროგი გამოვაცხოთ 40–45 წუთი 180 °С ტემპერატურაზე გაზქურის გაუღებლად. პეროგის
შესამოწმებლად ჩავარჭოთ ცენტრში რაიმე ჩხირი და ამოღების შემდეგ ზედ არუნდა აყვეს
ცომი. სუფრაზე მივიტანოთ პორციებად და თითოეულს მოვაყაროთ შაქარის ფხვნილი.
|