პეროგი ხახვით და ყველით
მასალა:
ცომისთვის:
მარგარინი 200გრ.
სოდა 0.5 ჩ/კ.
ძმარი 1 ს/კ.
არაჟანი 6 ს/კ.
პურის ფქვილი 2 ჭიქა
შიგთავსისთვის:
ყველი
კვერცხი 2ც
ხახვი 5 თავი
ზეთი ხახვის შესაწვავად
მწვანილი, მარილი და პილპილი გემოვნებით
ცომის მომზადება:
მარგარინი გავხეხოთ, დავამატოთ ფქვილი, ძმარში ათქვეფილი სოდა,
არაჟანი, მოვზილოთ ცომი და შევდგათ
საყინულეში 2 საათი.
შიგთავსის მომზადება:
ყველი გავხეხოთ, დავამატოთ კვერცხი, ზეთში შემწვარი წვრიალად დაჭრილი
ხახვი, წვრილად დაჭრილი მწვანილი, მოვაყაროთ მარილი წიწაკა და კარგად ავურიოთ.
ცომი გამოვიღოთ საყინულედან, გავყოთ ორ ნაწილად, გავაბრტყელოთ, ერთი ნაწილი
მოვათავსოთ ფორმაზე, მოვაყაროთ მომაზდებული შიგთავსი, თავზე დავაფაროთ ცომის მეორე
ნაწილი, ამოვუკრათ გვერდები და ცომის ზედაპირი დავჭხვლიტოთ ჩანგლით. გამოვაცხოთ
აირღუმელში 40–50 წუთი.
|