პეროგი ხაჭოს შიგთავსით
მასალა:
ცომი:
კარაქი 100გრ.
კვერცხი 1ც.
შაქარი 1/3 ჭიქა
კაკაო 1ს/კ.
პურის ფქვილი 1,5 ჭიქა
გამაფხვიერებელი 0,5ჩ/კ.
ვანილი 1ც.
შიგთავსი:
ხაჭო 500გრ.
კვერცხი 3ც.
შაქარი 0,5 ჭიქა (შეგვიძლია სურვილისამებრ შაქარი დავამატოთ)
კარაქი 30გრ.
ქიშმიში ან მიწის თხილი გემოვნებით.
ცომის მომზადება:
კარქი გავადნოთ და გავაცივოთ. ფქვილი გავცრათ და შევურიოთ
გამაფხვიერებელი. კვერცხი ავთქვიფოთ. ჯამში ჩავასხათ გამდნარი კარაქი, დავამატოთ
შაქარი, ვანილი, კაკაო და კარგად ავურიოთ (რათა მასა არ იყოს გოროხოვანი),
კარაქიან მასას დავამატოთ კვერცხი და ავთქვიფოთ მიქსერით, შემდეგ დავამატოთ ფქვილი
და მოვზილოთ ცომი. მომზადებული ცომს მოვაჭრათ 1/3 ნაწილი და შევდოთ საყინულეში, დარჩენილი 2/3 ნაწილი ცომისა
გავაბრტყელოთ და მოვათავსოთ კარაქწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე, შემდეგ კი მოვამზადოთ
ხაჭოს შიგთავსი.
ხაჭოს შიგთავსის მომზადება:
ქიშმიში გავრეცხოთ და გავაშროთ. კარაქი გავადნოთ. კვერცხის ცილა და
ყვითრი (ყვითრი) გავაცალკევოთ ერთმანეთისგან და ცილა შევდგათ საყინულეში, ხოლო
ყვითრს მოვურიოთ ჩანგლით. ხაჭო მოვათავსოთ ჯამში, ავურიოთ შაქარი, ვანილი, დავამატოთ კევრცხის ყვითრი (გული), ქიშმიში და
კარგად ავურიოთ, შემდეგ საყინულედან გამოვიღოთ კვერცხის ცილა და კარგად ავთქვიფოთ
მიქსერით, აღნიშნული მასა დავამატოთ ხაჭოიან მასას და კვლავ ვურიოთ ერთიანი მასის
მიღებამდე, შემდეგ მომზადებული ხაჭოს შიგთავსი მოვთავსოთ გაბრტყელებული ცომის
ზედაპირზე, საყინულედან გამოვიღოთ გაყინული ცომი, გავხეხოთ მსხვილ სახეხზე ან
დავჭრათ პატარა ნაჭრებად და მოვაყაროთ ხაჭოს ზედაპირზე. პეროგი გამოვაცხოთ გაცხელებულ აირღუმელში 180*
ტემპერატურაზე 30 წუთის განმავლობაში.
|