ოტარდი
ჟან
ბატისტ ოტარდი, ჯეიმს ოტარდის შვილიშვილი საფრანგეთის ქალაქ კონიაკთან ახლოს 1773 წელს დაიბადა. მისი ოჯახი ვენახების გამოცდილი და დიდი ხნის მფლობელი იყო. არც მან უღალატა საგვარეულო საქმიანობას და შრომა 1795 წელს საკუთარი კონიაკის ფირმის დაფუძნებით დააგვირგვინა. თუმცა ამით როდი ამოიწურა მისი მოღვაწეობა ალკოჰოლური სასმელების სფეროში?.. მოგვიანებით
1796 წელს
ჟან ბატისტ ოტარდმა "შატო დე კონიაკის” საწარმო შეიძინა და თავის ფირმას მიუერთა.
"შატო დე კონიაკი”
1000 წელია
შარანტის ნაპირზე ამაყად და დიდებულად დგას, ვინაიდან მის კედლებში ძვირფასი კონიაკი ოტარდი ინახება.
1968 წელს კი ფირმაში
ოტარდისთვის
კაპლის ფორმის ბოთლების დამზადება დაიწყეს, რომელსაც ასევე თავისი ისტორია აქვს: ფირმაში მისულმა დიზაინერმა რატომღაც სასმელის დაყნოსვა მოისურვა და რომ შეისუნთქა, უცებ მოტრიალდა და თქვა:
ეს კონიაკი ისეთ საუცხოო სურნელს აფრქვევს, ამატირა... ეს კი სწორედ ის ცრემლებია, რომლებმაც დიზაინერს ოტარდისთვის კაპლის ფორმის ბოთლის შექმნა შთააგონეს და უკვე 30 წელზე მეტია ბოთლის დიზაინი არ იცვლება, რაც მის ელეგანტურ სტილს დამატებით უსვამს ხაზს.
წყარო:
avtoradio.ge
|