![](/13/2905.jpg)
ოსური ხაჭაპური (ხაბიზგინა)
მასალა:
ცომი:
ფქვილი 2 ჩ/ჭ.
კვერცხი 1ც.
წყალი (რძე) რამდენსაც შეიზელს
საფუარი და მარილი გემოვნებით.
შიგთავსი:
თხის ყველი (ან ძროხის) 150გრ.
კარტოფილი 2–3ც.
მარილი გემოვნებით.
ცომის და შიგთავსის მასალა სურვილისამებრ შეგვიძლია გავზარდოთ.
მომზადება:
უპირველეს ყოვლისა, მოვზილოთ ჩვეულებრივი საფუარიანი ცომი, მოსაზელ
ჭურჭელში ჩავყაროთ 2 ჩ/ჭ ფქვილი, მარილი (გემოვნებით), საფუარი, ერთი კვერცხი და
დავასხათ ნელ-თბილი წყალი, მოვზილოთ ცომი. გადავდოთ ეს ცომი 3-4 საათით თბილ
ადგილას სანამ ცომი არ ამოვა. როდესაც
ცომი გაფუვდება, ხაჭაპურისამებრ ამოვაგუნდაოთ და გავაბრტყელოთ, შემდეგ,
გაბრტყელებულ ცომში ჩავდოთ გაჭყლეტილი (ან
გატარებული) მოხარშული კარტოფილისა და დაფშვნილი ახალი იმერული ტიპის ყველისაგან
(უმჯობესია, თხის ყველი, თუმცა ძროხის ყველიც არაა ურიგო) მიღებული ერთმანეთში
არეული მასალა და მოვუკრათ თავი. ტაფა ან კეცი წინასწარვე კარგად გავაცხელოთ,
დავდოთ გლეხური ერბო და გამოვაცხოთ ხაჭაპური ორივე მხრიდან, შეწითლებამდე. კარგი
იქნება, თუ უკვე მზა ხაბიზგინას, ჭამის დროსაც, ერბოში ამოვავლებთ და ასე
მივირთმევთ. შიდა ქართლში, ხაბიზგინას ხშირად ნიორ–წყალთან ერთადაც ჭამენ.
ხაბიზგინაზე მისაყოლებლად კი, ყველაზე საუკეთესოდ, ქლიავის არაყი ითვლება.
|