მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1366
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » აგვისტო » 24 » ომბალო
01:36
ომბალო


ომბალო

 

ომბალო (Mentha pulegium) მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. მიეკუთვნება ტუჩოსანთა ოჯახს. ღერო  სწორმდგომია, ოდნავ შებუსული, ოთხწახნაგოვანი .სიმაღლით 50 სმ აღწევს. ფოთოლი მუქი მწვანეა, მომრგვალო ან მოგრძო-ოვალური. ომბალოს  სამშობლოა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროები. საქართველოში ველური ფორმა თიტქმის ყველა რაიონში გვხვდება. შეტანილია კულტურაში. საქართველოში ყველგან აშენებენ და ფრიად პოპულარულია.დიდი რაოდენობით შეიცავს ეთერზეთებს. კრეფენ ყვავილობისას, რადგან ამ დროს ეთერზეტების შემცველობა მაქსიმალურია.მრავლდება თესლითა და ვეგეტატიურად.ამჯობინებს  ჭარბტენიან ნიადაგებს. ყინვაგამძლეა.კულინარიაში იყენებენ ნედლად და გამხმარს. ტუჩოსანთა ოჯახში შედის. მრავალწლიანი 10-15 სმ სიგრძის აღმამდგომი ან მიწაზე გართხმული, ორწახნაგოვანი ღეროებიანი, ფესვურიანი მცენარეა. მოკლეყუნწიანი, 8-30 მმ სიგრძისა და 5-12 სიგანის, კვერცხისებრი ან ოვალური, ბეწვებით შებუსვილი ფოთლები ღეროზე ერთიმეორის პირისპირაა განლაგებული. მოვარდისფრო-მოიისფრო, ზოგჯერ თეთრი ყვავილები ფოთლების იღლიებში ჩხრო ყვავილედებადაა შეკრებილი, რომელთა ჯამი 3 მმ-დე სიგრძისაა და ბანჯგვლიანი, ქვედა ტუჩი 2 სადგისისებრი, ზედა 3 ლანცეტა ძირგანიერი სამკუთხისებრი კბილებით. ყვავის ივლისში, მრავლდება თესლით და ბუჩქის დაყოფით (ვეგეტაციურად). იზრდება ტყიანი ზონის მდინარეთა სანაპიროებზე, საერთოდ კი ნესტიან ადგილებში. გვხვდება ძირითადად აფხაზეთში, სამეგრელოში, იმერეთში, აჭარაში, გურიაში, რაჭაში, ლეჩხუმსა და სვანეთში. ხმელი ფოთლები 2 პროცენტამდე, მთლიანად ნედლი მიწის ზედა ნაწილები კი 0,12-0,7 პროცენტ ეთერზეთს შეიცავს, რომლის შემადგენლობის 99-პროცენტამდე ნაწილ პულეგონსა და ლიმონენზე მოდის. ზეთი გამოიყენება პარფიუმერიაში, საკონსერვო და საკონდიტრო წარმოებაში სასმელების, ჩაის და ძმრის არომატიზირებისთვის. შესანიშნავი ბალახია შეჭამანდებისათვის, განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლობს ტყემლის საწებლისათვის. ხალხური მედიცინა იყენებს ჭრილობის შემახორცებელ და ანტისპაზმურ, აგრეთვე ყივანახველის, ასთმის და ისტერიის დროს დამაწყნარებელ საშუალებად. ყველა ამ შემთხვევაში რაჭაში ამ ბალახის წყლიან ნაყენს იყენებენ. გარდა აღნიშნულისა, ომბალო შესანიშნავია იმითაც, რომ მისი სურნელი აფრთხობს რწყილებს.

 

წყარო: ecopharm.sangu.ge

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 3537 | დაამატა: natia | ტეგები: ომბალო | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: