ოლადები
მასალა:
კვერცხი 3ც.
შაქარი 1/2 ჭიქა
მაწონი 1/2 ლ.
ფქვილი 2 ჭიქა
მომზადება:
ავთქვიფოთ მთლიანი კვერცხი შაქართან ერთად. შემდეგ დავუმატოთ მაწონი,
რომელშიც გახსნილია სოდა ძმარში, მარილის მწიკვი და შევათქვიფოთ ფქვილი. მასა უნდა
იყოს თხელი არაჟნის სისქის. შევწვათ გახურებულ ცხიმიან ტაფაზე.
|