
ნივრის მწნილი
ახლადშემოსული
ნიორი ჩავყაროთ მდუღარე წყალში და მაშინვე ამოვიღოთ, გავაშროთ, ჩავყაროთ ქილაში, დავასხათ ცივი წყალი, ზემოდან ნატეხი მარილი დავადოთ, მესამე დღეს წყალი გამოვუცვალოთ და ისევ მარილი დავადოთ. სამი კვირის განმავლობაში ასე ვუცვალოთ წყალი, მერე ნიორი ამოვიღოთ მარილწყლიდან, ქილა გავრეცხოთ, მოვათავსოთ შიგ ნიორი, წამოვადუღოთ ძმარი, ჩავუმატოთ მიხაკ–დარიჩინი, დაფნის ფოთოლი, მარილი, კიდევ ავადუღოთ, გავაცივოთ და ნიორს დავასხათ.
|