მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1366
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » აგვისტო » 24 » ნიორი
01:48
ნიორი


ნიორი

 

Allium sativum L., ერთწლოვანი ბალახოვანი ბოლქვიანი მცენარეა. ამჟამად მიაკუთვნებენ ხახვისებრთა  Alliaceae ოჯახს. (ადრე მიაკუთვნებდნენ  შროშანასებრთა – liliaceae- ოჯახს.). ფოთლები ფესვთანურია, ხაზური, ბრტყელი .სიგრძეში 1 მეტრსაც აღწევს. ნიორის ზოგიერთი ჯიში ივითარებს საყვავილე ღეროს, მაგრამ ნიორი თესლს არ იძლება. იგი მრავლდება მხოლოდ ბოლქვის კბილებით.  საყავილე ღერო 1,5 სიმაღლისაა, ყვავილები ქოლგისებრია, მოთეთრო. ზოგჯერ ყვავილედში ვითარდება წვრილი, 1, 5 მმ ზომის ბოლქვები. ნაყოფი კოლოფია, თესლები მრავალი. ბოლქვები კვერცხისებრი ფორმისაა. გარს მშრალი, თეთრი საბურველი აკრავს. შედგება 6-8 პატარა ბოლქვაკისაგან („კბილებისაგან"), რომლებსაც სიფრიფანა გარსი აქვს.  ბოლქვი შედგება 2-50-მდე კბილებისაგან, რომელთა რაოდენობა იცვლება ჯიშისა და მოშენების პირობების მიხედვით. კბილები დაფარულია სადაფისებრი ქერქით. ახასიათებს მკვეთრი სპეციფიკური გემო, აღიზიანებს ლორწოვან გარსს. ბოლქვის კბილებს თესავენ შემოდგომაზე ან გაზაფხულზე. მცენარე ყვავილობს ივლისაგვისტოში. საქართველოში გავრცელებული ჯიშებია ,,გორულიდა ,,იმერული”. ველურად გვხვდება შუა აზიის მთებში და კავკასიაში. კულტივირებულია პრაქტიკულად ყველგან. ნივრის ნედლი ბოლქვი – Buldus Allii sativi recens. ბოლქვებს შლიან კბილებად, აცილებენ ქერქს და აშრობენ ჩრდილში. შეიძლება შემკვეთმა მოითხოვოს სპეციფიკურ ფორმატში შრობა. ნიორის კბილი შეიცავს: C ვიტამინს – 7, 0-28, 8 მგ, ნედლ ცილას –6, 0-7, 9%, რედუცირებულ შაქარს –0, 5%, პოლისაქარიდებს – 20-27%, მშრალ ნივთიერებას –35-42% და სხვა. ნივთიერებათა მონაცემთა ბაზაში ნიორზე გაწერილია შემდეგი ნივთიერებები და ნივთიერებათა ჯგუფები: B ვიტამინი, C ვიტამინი, Ge,  Se, Si, აგიგენინი, ადენოზინი, ალილპროპილსულფიდი, გოგირდი, დიალილდისულფიდი, დიოსგენინი, ეთეროვან ზეთი, თიოგლიკოზიდები, მიკროელემენტები, ნუკლეინის მჟავა, პოლისაქარიდები, სტეროიდული საპოგენინები, ფიტონციდი ალიცინი, ფიტოსტეროლები, b-ქლოროგენინი და სხვა. ნიორს ახასიათებს ანტიმიკრობული, ანტისეპტიკური, ანტივირუსული აქტივობა. ნედლეულის ბოლქვიდან ამზადებენ ნაყენს, რომელსაც უნიშნავენ კუჭ-ნაწლავის დაავადებების (მეტეორიზმი, ატონია), ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიის დროს. იგი ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების გაჩენას, აწესრიგებს იმუნურ სისტემას. არის ანტითრომბული, ანტიბლასტური, ჰიპოგლიკემიური, ჰიპოლიპიდური საშუალება და სხვ.

 

წყარო: medgeo.net

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 1465 | დაამატა: natia | ტეგები: ნიორი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: