ნიგვზის ხინკალი
მასალა: ცომი:
პურის ფქვილი 500–600გრ.
მარილი გემოვნებით.
შიგთავსი:
გატარებული ნიგოზი ან თხილი 2 ჩ/ჭ.
მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ფქვილს დავამატოთ მარილი, წყალი
და კარგად მოვზილოთ, მომზადებული ცომი გავაბრტყელოთ,
ჭიქით გამოვჭრათ რგოლები და ისინიც გავაბრტყელოთ. თითოეულ ცომზე მოვათავსოთ
მომზადებული შიგთავსი და შევახვიოთ. ხინკლები ჩავყაროთ ადუღებულ მარილიან წყალში (თანდათან ვატრიალოთ ქვაბი რომ ძირზე არ დაიკრას ხინკალი), როცა ყველა ხინკალი ამოტივტივდება, ვადუღოთ კიდევ 5 წუთი. შემდეგ ამოვიღოთ
ქაფქირით სასურველ ჭურჭელზე. (უფრო გემრიელია მოხალული დაფქული თხილის ხინკალი)
შიგთავსის მომზადება: ნიგოზი ან თხილი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, მოვაყაროთ მარილი და შევათხელოთ წყლით.
|