ნიგვზიანი შოკოლადი
მასალა:
შოკოლადი 400გრ.
ნიგოზი 300გრ.
მომზადება:
შოკოლადი გავადნოთ წყლის აბაზანაზე (ორთქლზე), შემდეგ გადმოვდგათ,
დავამატოთ მოხალული და დაჭრილი ნიგოზი კარგად ამოვურიოთ და კოვზით მოვათავსოთ
პატარა ფორმაზე ან თეფშზე. მომზადების შემდეგ შევდგათ მაცივარში გასამაგრებლად.
(შეგვიძლია აღნიშნულ მასას დავამატოთ ბატიბუტიც).
|