ნიგვზიანი ორცხობილა
მასალა:
1ც. კვერცხის ცილა
100გრ. შაქარი
1 ჭიქა დაფქული ნიგოზი (ან თხილი, ნუში)
ვანილი გემოვნებით.
მომზადება:
1ც. ცილა ავთქვიფოთ გათეთრებამდე მიქსერით, ნელ-ნელა შევათქვიფოთ
შაქარი, შემდეგ ნიგოზი და ვანილი. ფორმაზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი
ცხიმწასმული და ზედ კოვზით დავალაგოთ სასურველი ფორმები. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე,
დაახლოებით 20 წუთი.
|