ნესვის მურაბა
მასალა:
გამზადებული,
დაჭრილი ნესვი 1კგ.
შაქრის
ფხვნილი 1კგ.
წყალი
1 ჩ/ჭ.
კონიაკი 1 ს/კ.
მომზადება:
ჯერ
კიდევ დაუმწიფებელ ნესვს მოვაცალოთ მწვანე კანი და დავჭრათ მოგრძო ნაჭრებად. ასე გამზადებულ ნესვს მოვასხათ ცოტა კონიაკი, დავაყაროთ შაქრის ფხვნილი და დავდგათ ორი საათით ცივ ალაგას. დარჩენილი შაქრიდან მოვხარშოთ სიროფი და დავასხათ ნესვს. მეორე დღეს სიროფი გადავწუროთ, ვადუღოთ, ისევ დავასხათ ნესვს და ვხარშოთ, სანამ მზად არ იქნება. ნესვი და სიროფი უნდა იყოს გამჭვირვალე, ქარვისფერი.
|