ნაყინის ტორტი
მასალა:
შავი
ორცხობილა
(პეჩენია)
200გრ.
კარაქი
50–70გრ.
ნაყინი
500გრ.
ნუში
ან მიწის თხილი გემოვნებით.
გლაზური:
სგუშონი
100გრ.
შავი
შოკოლადი
100გრ.
შაქარი
1 ს/კ.
კარაქი
1 ჩ/კ.
ვანილი
1ც.
მომზადება:
ორცხობილა
დავბხვნათ,
დავუმატოთ
გამდნარი კარაქი და კარგად ავურიოთ მომზადებული მასა მოვათავსოთ ფორმაზე, ამოვავსოთ ფორმის კიდეები და ძირი, შევდგათ საყინულეში 20 წუთით. გაყინულ მასა დავუმატოთ ნაყინი, მოვუსწოროთ ზედაპირი და შევდგათ საყინულეში 2 საათით ნაყინის სრულად გაყინვისათვის.
მოვამზადოთ
გლაზური სგუშონით და შოკოლადით. გლაზურით დავფაროთ ნაყინის ზედაპირი, მოვაყაროთ ნუში და კვლავ შევდგათ საყინულეში
30–40 წუთით.
გლაზურის
მომზადება:
სგუშონი
ჩავასხათ პატარა ჭურჭელში, დავამატოთ დატეხილი შოკოლადი, შაქარი და დავდგათ გაზქურაზე, როდესაც ადუღდება გადმოვდგათ გაზქურიდან, ავურიოთ ვანილი და კარაქი. (ტორტზე ან ნამცხვარზე მოვასხათ გაგრილებული ფორმით). თუ გლაზური ძალიან სქელი გამოვიდა შეგვიძლია დავუმატოთ ადუღებული რძე.
აღსანიშნავია,
რომ გლაზური ცივ ნაყინთან შეხებისას სწრაფად დნება, ამიტომ გლაზურს როდესაც დავასხავთ ზედაპირი მოვასწოროთ რაც შეიძლება სწრაფად.
|