| 
				
			 
 
 
 ნამცხვარი სნიკერსი   ცომი: 10 კვერცხი 2 ჩ/ჭ.
შაქარი 350გრ. კარაქი 3 ს/კ.
თაფლი 1 ჩ/კ.
სოდა ძმრით 6 ჩ/ჭ.
ფქვილი ვანილი.   ბეზე: 10 კვერცხის ცილა 3 ჩ/ჭ.
შაქარის პუდრა ვანილი ცოტა
ლიმონჟავა.   კრემი: 2 ქილა მოხარშული შედედებული რძე 200გრ. კარაქი 100გრ. მიწის
თხილი ვანილი.   იგრედიენტები
ზემოდან მოსასხმელად: 100გრ. შავი
შოკოლადი 1 ს/კ.
კარაქი.   ცომის
მომზადება: კვერცხის
გულები ავთქვიფოთ შაქართან ერთად + კარაქი დარბილებული და თაფლი +სოდა ძმრით, ვანილი და დავაცრათ ფქვილი. ყველაფერს კარგად ავურევთ და მიღებულ მასას გავყოფთ სამ ტოლ ნაწილად. ცომს
დავდებთ თბილ ადგილზე.   ბეზეს
მომზადება: კვერცხის
ცილებისგან
გავაკეთებთ
მკვრივ ბეზეს და ნელ-ნელა დავუმატებთ 3 ჩაის ჭიქა შაქრის პუდრს+ვანილი და ლიმონჟავას;   კრემის
მომზადება: კარაქი
და მოხარშული შედედებული რძე ამოვიყვანოთ კარგად, დავამატოთ მოხალული და დაფქული მიწის თხილი და ვანილი.   საბოლოო
მომზადება: ცომი
გავყოთ 3 ტოლ ნაწილად, ასევე ვყობთ ბეზეს მასასაც, ვაბრტყელებთ ცომს გამოსაცხობ თუნუქის ფურცელზე და ვუსვამთ ზევიდან ბეზეს მესამედს, ასე ვაკეთებთ სამივე შემთხვევაში, ვაცხობთ საშუალო ტემპერატურაზე.   აწყობა: სამივე
ფენას ვუსმევთ კრემს და ზევიდან ვასხამთ კარაქთან ერთად გამდნარ შოკოლადს, ვაფორმებთ სურვილის მიხედვით. |