ნამცხვარი „ნიგოზი”
მასალა:
ცომი:
კვერცხი
3ც.
მარგარინი
1ც.
შაქარი
2 ჩ/ჭ.
სოდა
და ძმრით 1 ჩ/კ.
პურის
ფქვილი რასაც შეიზელს.
კრემი:
მოხარშული
სგუშონი 1ც.
მომზადება:
კვერცხისა
და შაქრისგან გავაკეთოთ გოგლიმოგლი, დავამატოთ გამდნარი კარაქი, სოდა ძმრით, ავურიოთ და ნელ–ნელა შევაზილოთ ფქვილი რასაც შეიზელს, მიღებული ცომი გავყოთ პატარა ნაწილებად (გამოსაცხობი ფორმის ნაწილებად), გამოსაცხობი ფორმა კარგად გავაცხელოთ, წავუსვათ კარაქი და მოვათავსოთ თითოეულ ფორმაზე (ნიგვზის ფორმაზე) ცომი. გამოვაცხოთ დაბალ ტემპერატურაზე, ოქროსფერი ფერის მიღებამდე. გამოცხობის შემდეგ გავაცივოთ გამომცხვარი ფორმები, ამოვავსოთ მოხარშული სგუშონით და შევაერთოდ
ერთმანეთს.
(შეგვიძლია
სგუშონში დავამატოთ გატარებული ნიგოზი).
|