ნაბახუსევზე
თუ
ღამით ზომაზე მეტი დალიეთ და დილით ნაბახუსევზე თავი გისკდებათ, მაშინ გირჩევთ, ყურადღებით მოუსმინოთ რჩევებს, რომლებიც სასმელის გამოცდილმა გურმანებმა შემოგთავაზეს.
ესპანური
ყავა თავის ტკივილისგან დასაღწევად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. თუ მას ცოტაოდენ ბრენდის და კრემსაც დაუმატებთ, მაშინ ნაბახუსევი საერთოდ არ შეგაწუხებთ.
რაოდენ
გასაკვირიც
არ უნდა იყოს, მოხარშული კვერცხი უებარი წამალი ყოფილა. თურმე კვერცხი პროტეინებით სავსეა, რაც ხელს უშლის თავის ტკივილის წარმოქმნას. ასე რომ, სანამ ნაბახუსევი შეგაწუხებთ, გირჩევთ, რომ უზმოზე კვერცხი წყალში მოათავსოთ, 9 წუთი ადუღოთ და ნახევრად მოხარშული მიირთვათ. შედეგი გარანტირებულია.
ნაბახუსევს
აგრეთვე ცივი "კოკა-კოლაც” შველის, ოღონდ გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაურიოთ ყინული. უბრალოდ წინა დღეს ჩადგით საყინულეში და მეორე დღეს, უზმოზე 1 ლიტრი მაინც მიირთვით.
როგორც
ამბობენ, ნაბახუსევისგან თავის დაცვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება შაქრიანი წყალი ყოფილა. აგრეთვე შეგიძლიათ მიირთვათ შტოშისა და ატმის ახალგამოწურული წვენის მიქსი ან ქართველების ტრადიციული გაზიანი წყალი.
წყარო:
avtoradio.ge
|