მწვანილის საკაზმი
მასალა:
ქინძი
3 კონა
ნიორი
2 თავი
მარილი
გემოვნებით.
მომზადება:
გასუფთავებული
ნიორი დავნაყოთ მარილთან ერთად, დავუმატოთ დაჭრილი და შემდეგ დანაყილი ქინძი, მოვაყაროთ მარილი და კარგად ავურიოთ. ხანდახან აღნიშნულ მასას უმატებენ, წიწაკას, ნიგოზს, რეჰანს, წიწაკის მრგვალ მარცვლებს და აღნიშნულ მასასაც ნაყავენ ერთად. გამოდის ძალიან გემრიელი.
|