მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1366
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 11
სტუმარი: 11
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » აგვისტო » 23 » მწვანე ფერია (აბსენტი)
20:39
მწვანე ფერია (აბსენტი)


მწვანე ფერია (აბსენტი)

 

აბსენტი - ეს არის ალკოჰოლური სასმელი, რომელსაც მინდვრის მცენარის (Artemisia absinthium) არომატი აქვს. ჯერ კიდევ ქრისტეს დაბადებამდე 500 წლით ადრე ეგვიპტელებმა ეს სასმელი შეაფასეს როგორც საუკეთესო სამკურნალო საშუალება. ძველი აბსენტი ლიქიორისგან განსხვავდებოდა, მის ფოთლებს ღვინოსა და სპირტში ასველებდნენ. სავარაუდოდ სიტყვა აბსენტი ბერძნული "apsinthion”-გან მომდინარეობს, რაც "სასმელად გამოუსადეგარსნიშნავს. ასეთი სახელი მას, ალბათ, მწარე გემოს გამო შეარქვეს. პითაგორა რეკომენდაციას უწევდა აბსენტს შვილოსნობისთვის. ცნობილია, რომ ეტლით მრბოლელს აუცილებლად აბსენტის ყლუპი უნდა დაელია, რათა მიმხვდარიყო, რომ სიტყვებსაც აქვს თავისი სიცხარე. ასწლეულების შემდეგ სპირტიანმა სასმელმა წამლის სტატუსი დაკარგა. დამოუკიდებელი ლიქიორის მწარმოებელი ქარხნები აბსენტს მცენარის გამხმარი ფოთლებისა და ღვინისგან აწარმოებდნენ. თანამედროვე აბსენტი დაახლოებით, 1792 წელს ექსტრაორდინალურმა ფრანგმა დოქტორმა პიერ ორდინერმა შექმნა, რომელიც საფრანგეთის რევოლუციას დასავლეთ შვეიცარიის პატარა სოფელში გაექცა. ცხენით მგზავრობის დროს მან მინდორში მწარე მცენარე აღმოაჩინა, რომელიც ველურად იზრდებოდა. ადგილობრივი ექიმების მსგავსად, ისიც წამლებს ამზადებდა და რადგან ძველ რომში აბსენტის გამოყენების მეთოდებს იცნობდა, ექსპერიმენტი დაიწყო. 70-გრადუსიანი ელექსირი პოპულარული სწრაფად გახდა. იგი ქალაქში საუკეთესო სამკურნალო საშუალებად მიიჩნეოდა და მას სახელად "მწვანე ფერიაცკი შეარქვეს. ექიმის გარდაცვალების შემდეგ, რეცეპტი მის დებს გადაეცათ, რომელთაც იგი მაიორ დიუბიეს მიჰყიდეს. ამ უკანასკნელმა ვაჟთან და სიძესთან ანრი-ლუი პერნოსთან ერთად გახსნა დაწესებულება, სადაც აბსენტს ამზადებდნენ და ყიდდნენ. ეს გამამხნევებელი მწვანე სასმელი თავისი სიმწარის გამო, ტრადიციულად წყლიან ფინჯანში შაქართან ერთად, კოვზით იღვრებოდა. ამის შემდეგ სასმელი ბაცი თეთრი ხდებoდა. XIX საუკუნეში აბსენტი ბოჰემიის სასმელად იქცა. მას მიირთმევდნენ და ხოტბას ასხამდნენ მოპასანი, ვან გოგი, რემბო, ედგარ პო, ბოდლერი, აპოლინერი, ოსკარ უაილდი, ედგარ დეგა, მანე, პიკასო, რემარკი, უილიამ თეკერეი. აბსენტი პოპულარული გახდა მსახიობებს, მომღერლებს, მხატვრებს, პოეტებს შორის, რადგან მიჩნეულია, რომ სასმელი ასტიმულირებს შემოქმედებით პროცესს. თუმცა XIX საუკუნის 50-იან წლებში გაჩნდა მისი ქრონიკული მოთხოვნის აუცილებლობა. მიაჩნდათ, რომ ქრონიკულ მოთხოვნას ხალხი აბსენტიზმის სინდრომისკენ მიჰყავდა, რაც ჰალუცინაციითა და მიჩვევით ხასიათდებოდა. აბსენტის ასოციაციამ ბოჰემური ცხოვრების სტილთან ერთად მისი ეფექტის შიშიც გამოიწვია, როგორც ეს ამერიკის შეერთებულ შტატებში მარიხუანასთან დაკავშირებით მოხდა. ამიტომაც XX საუკუნის დასაწყისში აბსენტი ბევრ ქვეყანაში აიკრძალა. არსებობს საინტერესო მოსაზრება მის აკრძალვასთან დაკავშირებით, რაც სუფთა ეკონომიკური ხასიათისაა. საქმე ისაა, რომ აბსენტის მზარდმა პოპულარობამ ღვინოზე მოთხოვნა შეამცირა, მაშინ, როცა ეს უკანასკნელი ევროპის ბევრ ქვეყანაში ძირითად სასმელს წარმოადგენდა. ამიტომაც ღვინის ლობისტებმა აბსენტის აკრძალვას მიაღწიეს.

 

წყარო: avtoradio.ge

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 1366 | დაამატა: natia | ტეგები: მწვანე ფერია (აბსენტი) | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: