მწვანე პომიდორი სტაფილოთი და ნივრით
მასალა:
მწვანე პომიდორი 500გრ.
ხახვი 2–3ც.
მწვანე ნიახური და ოხრახუში 3
ღერო
სტაფილო 300გრ.
ნიორი 4 კბილი
მზესუმზირის ზეთი, დაფქვილი წითელი წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
პომიდორი დავჭრათ მრგვალად შემდეგ გავჭრათ შუაზე, ასევე დავჭრათ
სტაფილოც და მოვთუშოთ ზეთში 15–20 წუთი, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და
ვთუშოთ დაბალ ტემპერატურაზე. მომზადების ბოლოს დავუმატოთ გატარებული ნიორი,
წვრილად დაჭრილი მწვანილი, მოვაყაროთ წიწაკა, მარილი და ვთუშოთ კიდევ 2–3 წუთი.
სუფრაზე გავიტანოთ ცივად.
|