მწვანე პამიდვრის მწნილი
მასალა:
პამიდორი 1კგ.
მარილი 25გრ.
წიწაკა 10გრ.
ნიორი 50გრ.
ნიახური ფოთლები 100გრ.
ქინძი 20გრ.
კამა და ოხრახუში 100გრ.
ძმარი 5 ჩ/კ.
მომზადება:
შევარჩიოთ სიმწიფეში შესული მწვანე საღი პამიდვრები, მოვაშოროთ ყუნწები, შემდეგ გავრეცხოთ ცივ წყალში და გავჭრათ თითოეული შუაზე ისე რომ ერთი მეორეს არ მოშორდეს. ამავე დროს გავარჩიოთ და გავრეცხოთ ახალი ქინძი, კამა, ოხრახუში, ნიახურის ფოთლები, მწვანე წიწაკა, გარჩეული ნიორი და ყველა ესენი დავკეპოთ ძალიან წვრილად ამრიგად გამზადებული ბოსტნეულების ჩასართავი მოვათავსოთ სუფთა ჭურჭელში. შემდეგ შუაზე გაჭრილ პამიდვრებს მოვაყაროთ მარილი და ჩავურთოთ ბოსტნეულის მზა ჩასართავი, თითოს დაახლოებით ათი გრამი შევაერთოთ და ჩავალაგოთ თიხის ან მინის ჭურჭლში, ისე რომ მთლიანად გაივსოს. დავახუროთ თავი და დავდგათ გრილ ადგილას. პამიდორი თვითონ გამოუშვებს სითხეს იმდენს, რომ დაიფაროს. 10 დღის განმავლობაში იგი უკვე დამჟავდება.
|