
მწვანე პამიდორი - ზეთში მოხრაკული (ზამთრისათვის)
მასალა:
მწვანე
პამიდორი 10 კგ.
ხახვი 3 კგ.
ზეთი 1,5 ლიტრი
ნიორი 0,5 კგ.
ნიახური,
ოხრახუში,
რეჰანი 3-3 კონა
ძმარი 0,5 ლიტრი
მარილი 1 ჩ/ჭ.
ხმელი
ქინძი 4 ჩ/კ.
ზაფრანა 3 ჩ/კ.
უცხო
სუნელი 4 ჩ/კ.
წიწაკა გემოვნებით.
მომზადება:
საშუალო
ზომის მწვანე პამიდორი გადავარჩიოთ, გავრეცხოთ, გავაშროთ და დავჭრათ თხლად, რგოლებად. ასეთნაირად დაჭრილი პამიდორი ჩავყაროთ მდუღარე წყალში, გავაჩეროთ 5 წუთი, გადავიღოთ საწურზე, რომ კარგად დაიწუროს. ნიორი, ნიახური, ოხრახუში, რეჰანი კარგად გავრეცხოთ, გავაშროთ, გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში (შეიძლება წვრილად დაიჭრას). ხახვი კარგად მოვშუშოთ ზეთში, 10 წუთის შემდეგ დავაყაროთ პამიდორი და ნელ ცეცხლზე ვშუშოთ. ძმარი წამოვადუღოთ, ჩავყაროთ შიგ მარილი, წიწაკა, ხმელი ქინძი, ზაფრანა, უცხო სუნელი. ეს ყველაფერი დავასხათ მოშუშულ ხახვიან პამიდორს, დავამატოთ გატარებული (ან დაჭრილი) ნიორი და მწვანილი, კარგად ავურიოთ, ვნახოთ მარილი საკმარისია თუ არა; ჩავტენოთ მინის ქილებში, გავუკეთოთ სტერილიზაცია 10
წუთი (წყლის ადუღებიდან), მოვხუფოთ თუნუქის სახურავებით და შევინახოთ მშრალ, გრილ ადგილას.
|