მწვანე ლობიო პომიდვრით
მასალა:
მწვანე ლობიო 1 კგ.
პომიდორი 1 კგ.
ხახვი 3-4 თავი
ნიორი 4-5 კბილი
კარაქი შესაწვავად
ოხრახუში - 5 ძირი
რეჰანი 5 ძირი
ქონდარი 5 ძირი
ქინძი 5 ძირი
დაფქვილი წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
მწვანე ლობიო მოვხარშოთ.
ხახვი დავჭრათ წვრილად და შევწვათ კარაქში, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი,
დანაყილი ნიორი. პომიდორი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, მოვთუშოთ კარაქთან
ერთად 15 წუთი. შემდეგ ავურიოთ ხახვში და მწვანილში, დავუმატოთ ლობიო, მოვაყაროთ
მარილი, წიწაკა და ვადუღოთ.
|