მწვანე ლობიო ნიგვზით
მასალა:
მწვანე ლობიო 500გრ.
ნიგოზი 1 ჭიქა
ძმარი 2 ს/კ.
ბროწეული 1 ც.
ნიორი 1 კბილი
უცხო სუნელი 1 ჩ/კ.
ხმელი ქინძი 1/2 ჩ/კ.
ქინძი, ნიახური, ქონდარი, დაფქვილი წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ლობიო მოვხარშოთ, ნახარში შევინახოთ. ნიგოზი გავატაროთ, დავამატოთ
დანაყილი ნიორი, წვრილად დაჭრილი მწვანილები, მოვაყაროთ წიწაკა, უცხო სუნელი,
ხმელი ქინძი, მარილი მოვასხათ ძმარი, ცოტა ლობიოს ნახარში და კარგად ავურიოთ.
მომზადებული მასა მოვასხათ მოხარშულ ლობიოს, მოვაყაროთ ბროწეულის მარცვლები და
გავაფორმოთ მწვანილით.
|