![](/4/704.jpg)
მწვანე ლობიო ნიგვზით
მასალა:
ლობიო 1 კგ.
ნიგოზი 2 ჭიქა
ხახვი 2-3 თავი
ნიორი 4 კბილი
ქინძი, ოხრახუში, დაფქვილი წიწაკა, ვაშლის ძმარი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ლობიო მოვხარშოთ მარილიან წყალში და გადმოვიღოთ დუშლაკზე. ნიგოზი,
ხახვი, ნიორი და მწვანილები გავატაროთ, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა, მოვასხათ ძმარი,
მიღებული სოუსი გადავურიოთ ლობიოს და გავაცხელოთ. გავაფორმოთ მწვანილით.
|