მწვანე ლობიო ბადრიჯნით
მასალა:
მწვანე ლობიო 500გრ.
ბადრიჯანი 500გრ.
პომიდორი 500გრ.
ნიორი 4 კბილი
ბრინჯი 200გრ.
ქინძი, ოხრახუში, დაფქვილი წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ლობიო მოვხარშოთ 10 წუთის განმავლობაში, დავუმატოთ კუბიკებად დაჭრილი
ბადრიჯანი, მოხარშული ბრინჯი, წვრილად დაჭრილი მწვანილი, დანაყილი ნიორი,
გატარებული პომიდორი და ვთუშოთ მომზადებამდე. მოვაყაროთ მარილი, წიწაკა და
გავაფორმოთ მწვანილით.
|