მთლიანი პამიდვრის მწნილი
მასალა:
პამიდორი 1კგ.
ნიახური 300გრ.
ოხრახუში 200გრ.
კამა 100გრ.
ნიორი 200გრ.
დაფნის ფოთოლი 3გრ.
წყალი 750გრ.
წიწაკა 10გრ.
მარილი გემოვნებით.
მომზადება:
შევარჩიოთ სიმწიფეში შესული პამიდვრები, მოვაშოროთ ყუნწები და გავრეცხოთ ცივ წყალში. თიხის ან მინის ჭურჭელში ჩავაფინოთ გათუთქული ნიახურისა და ოხრახუშის ფოთლები, კამა, ნიორი, წიწაკა და დაფნის ფოთოლი. ამრიგად ჩაწყობილი პამიდვრებით გავავსოთ ჭურჭელი და დავასხათ მარილით შეზავებული მოდუღებული და გაციებული წყალი, ისე რომ პამიდორს ფარავდეს. დავახუროთ თავი, დავადოთ სიმძიმე და დავდგათ გრილ ადგილას.
|