მოცვის ღვეზელი
მასალა:
ცომი:
350გრ. ფქვილი
2 ჩ/კ. გამაფხვიერებელი
მარილი დანის პირზე
150გრ. ღორის გადამდნარი ქონი ან მარგარინი
რამოდენიმე კოვზი ცივი წყალი.
შიგთავსი:
500გრ. მოცვი
2 ს/კ. ფქვილი
1 ჭიქა შაქარი
2 ს/კ. კარაქი.
მომზადება:
ფქვილი, მარილი და გამაფხვიერებელი ცხიმში, თანდათან ვამატოთ
თითო-თითო კოვზი წყალი და მოვზილოთ სქელი ცომი. შემდეგ ცომი სწრაფად გავაბრტყელოთ.
ცხიმწასმული ფორმა 2/3-ით ავავსოთ ცომით. ცომის ზედაპირზე მოვათავსოთ მოცვი,
მოვაყაროთ ცოტა ფქვილი. ზემოდან მოვაყაროთ შაქარი და დავაწყოთ კარაქის პატარა
ნაჭრები. შემდეგ გადავაფაროთ დარჩენილი ცომი და გამოვაცხოთ ღუმელში საშუალო
ტემპერატურაზე. ცხობა 30 წუთი გავაგრძელოთ.
|